![]() |
Lela Iakobishvili |
მოგესალმებით. მე გახლავართ ლელა იაკობიშვილი.
ეს ჩემი პირადი ბლოგია.
ცოტაოდენი რამ ჩემს შესახებ:
"ნასტუდენტარი" ფიზიკოსი გახლავართ - ბიოფიზიკის განხრით. 1973 წლიდან 2006 წლამდე სახელმწიფო უნივერსიტეტში გავატარე. პარალელურად ტექნიკურ უნივერსიტეტში ვასწავლიდი. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო კულტურის უნივერსიტეტში დავაარსე არაკლასიკური ხელოვნების მცოდნეობის ფაკულტეტი (ფოტოგრაფია, მოდა, ვიზუალური კომუნიკაციები). ამჟამად თბილისისს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახლავართ. ვხელმძღვანელობ თანამედროვე კულტურის ფილოსოფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას. ჩემი ამჟამინდელი ინტერესები ინფორმაციული კულტურის თანამედროვე რეჟიმით შემოიფარგლება.
თავიდანვე მოგახსენებთ, რომ დროის დეფიციტის გამო შეიძლება აქტიურ ინტერაქტივში ვერ შემოგყვეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ კონკრეტულ საკითხებზე პასუხის მიღება, გთხოვთ დამიკავშირდეთ ფეისბუქზე ან
ელ.ფოსტაზე: lelapirali@yahoo.com
პუბლიცისტური ნაშრომების და ინტერვიუების გარდა აქ შეხვდებით სამეცნიერო ნაშრომებსაც, რომლებიც თავისთავად სამეცნიერო ცნებებით არის დატვირთული. ეს ნაწილი ძირითადად მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) არის განკუთვნილი.
ლელა იაკობიშვილი - ფირალიშვილი.
0 коммент.:
Post a Comment