მითოლოგიური ცნობიერერება ცნობიერების უნივერსალური ვითარებაა.  არქაული მითიდან დღემდე, ე. წ. „პოსტკულტურულ“  ვითარებამდე, და ასე ვიტყოდი, გლობალისტურ მითამდე  ცნობიერების საზღვრები მონიშნულია კონკრეტული რიტუალური ქცევით.

წერილში აღწერილია  ის ზოგადი პარადიგმა, რომელიც გლობალისტურ ერაში თითქოსდა არღვევს არქაული მითისა და კულტურის საზღვრებს და უცნაური წესით „იმეორებს“ არქაულ მითოსურ ნარატივს „ვიზუალური“  ენითა,  „სოციალური ქცევითა“  თუ  კონკრეტული როლით  „სოციალურ რიტუალში“. სოციალური სისტემის  დეკონსტრუირების შემდეგ გლობალიზაციის განხორციელების ერთერთი მნიშვნელოვანი  ველი – ტრანსგენდერული ხელოვნება – ფოტოგრაფია და მოდა რჩება.

დღეს მოდა მოდაშია. იგი ყველგანაა – აზროვნების ფორმებითა და ლექსიკით დაწყებული – „ტუსოვკებსა“ და პოლიტიკურ თავყრილობებზე, ბაზრობებსა თუ ელიტურ სალონებში გამოფენილი ყოფითი საგნებით დამთავრებული. მე–20 საუკუნის  მეორე ნახევრიდან მოდა ხელოვნების სივრცეში იწყებს არსებობას და მთელი მისი სტრუქტურის განმსაზღვრელიც ხდება.  სხეული – თავისი სქესით, იდენტურობით, სოციალური სტატუსით, სამსახურეობრივი თუ ოჯახური მიკუთვნებულობით მოდისათვის მხოლოდ მასალაა, თავად სამოსი კი მისი კერძო შემთხვევა, რომლითაც კონკრეტული იდენტიფიკაციები ხორციელდება. თუ თავის დროზე სამოსით აღიწერებოდა ცალკეული ეთნოსი, კულტურა თუ სოციალური იერარქია, დღეს მოდის სივრცეში ნებისმიერ „როლში“ შეგიძლია განსხეულდე ეგვიპტელ ფარაონად, კოსმონავტად, ქურუმად, ჯარისკაცად, მომხიბვლელ რომანტიულ ქალად და მამაკაცად გადაცმულ ამაზონად.

ფოტოგრაფიის დაბადების შემდეგ მოდა სრულიად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კულტურაში. ყველა ეპოქასა და ყველა ეთნიკურ საზოგადოებაში იგი არაჩვეულებრივი სილაღით იწყებს თამაშს, ამიტომაც ძირითადად პოსტკულტურულ ხელოვნებად მოიაზრება და გლობალიზაციის ეპოქის  ხელოვნების ერთ–ერთი განმსაზღვრელი სივრცე ხდება.

მე–20 საუკუნის ხელოვნებაში მოდა ფოტოგრაფიასთან ერთად მოიპოვებს პრივილეგირებულ მდგომარეობას. თუ ფოტოგრაფია პრეტენზიას აცხადებს სინათლის ალქიმიაზე და წარმატებითაც ართმევს თავს ამ ლამის მისტიურ პროცესს, მოდა კულტურის გასაღების ფუნქციას იძენს და ზეკულტურული გულგრილობითა და განურჩევლობით ცდილობს „მთელი სამყაროს ამოხსნას“ (ბოდრიარი). იგი დაუდევარ დიფერენცირებულ თამაშს ეწევა კულტურათა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნებით. კულტურათა ნიშნები არ წარმოადგენს მისთვის არავითარ დეტერმინაციას.  მოდაში ისინი იძენენ უსასრულო ურთიერთჩანაცვლების მარადიულ თავისუფლებას.

ლელა იაკობიშვილი ©


საიტზე გამოქვეყნებულია სრული ვერსია:
--------------------------------------------------

0 коммент.:

Post a Comment

ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა: